NDI-ს კვლევა

NDI: პრეზიდენტის საქმიანობას ცუდად 32% აფასებს, პრემიერის – 27%

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტურის [NDI] კვლევის მიხედვით, საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის საქმიანობას მოსახლეობის 45% საშუალოდ აფასებს, 32% ცუდად, 14% კი კარგად.   

პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის საქმიანობას 31% კარგად აფასებს, 36% საშუალოდ, 27% ცუდად. ამავე კვლევის მიხედვით, პარლამენტის საქმიანობას ცუდად 31% აფასებს, საშუალოდ 50%, კარგად კი 12%. 

NDI-ის ინფორმაციით, პრეზიდენტის, პრემიერისა და პარლამენტის საქმიანობის უარყოფითი შეფასებები 8-10%-ით შემცირდა.   

პრემიერის საქმიანობის შეფასება შედარებით დაბალია თბილისში და ოპოზიციის მხარდამჭერებში. პრეზიდენტის საქმიანობის უარყოფითი შეფასება კი შედარებით დაბალია ოპოზიციის მხარდამჭერებში. პარლამენტს ყველაზე კრიტიკულად თბილისსა და დიდ ქალაქებში, ასევე, ოპოზიციის მხარდამჭერებში აფასებენ. 

NDI-ის გამოკითხვა 2022 წლის 3-20 დეკემბერს ჩატარდა და 2 519 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი +/-1.6%-ია. კვლევა პირისპირ ინტერვიუს მეთოდით ჩატარდა. 

კომენტარები