NDI-ს კვლევა

NDI: მოსახლეობის უმრავლესობა მხარს უჭერს რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის დაწესებას

Reuters

NDI-ის კვლევის მიხედვით, დეკემბერში მოსახლეობის 69% მიიჩნევს, რომ რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი უნდა დაწესდეს, ეს მაჩვენებელი გაზრდილია მარტთან შედარებით, მაშინ ამ გადაწყვეტილებას მხარს 66% უჭერდა. 

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევით, უმრავლესობის, 69%-ის აზრით, საქართველოში რუსების იმიგრაციას, შესაძლოა, ქვეყანაზე უარყოფითი გავლენა ჰქონდეს. 17% ამბობს, რომ იმიგრაციას დადებითი გავლენა ექნება, 6%-ის აზრით, არანაირი გავლენა არ ექნება, 8%-მა არ იცის.  

ამავე კვლევის მიხედვით, უმრავლესობისთვის, 57%-ისთვის რუსეთის მოქალაქეების შემოსვლასთან დაკავშირებით ხელისუფლების მიდგომა მიუღებელია. 29%-ისთვის მისაღებია, 13%-მა არ იცის, 1%-მა პასუხზე უარი თქვა. რუსეთის მოქალაქეების შემოსვლასთან დაკავშირებით სახელწმიფო პოლიტიკას ყველაზე კრიტიკულად თბილისის მოსახლეობა, ქალები და ოპოზიციის მხარდამჭერები აფასებენ.  

NDI-ის გამოკითხვა 2022 წლის 3-20 დეკემბერს ჩატარდა და 2 519 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი +/-1.6%-ია. კვლევა პირისპირ ინტერვიუს მეთოდით ჩატარდა. 

კომენტარები