მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა

სააკაშვილი პარენტერალური კვების სანაცვლოდ რეანიმაციაში გადაყვანას ითხოვს – ჩხაიძე

იმედი LIVE 

კლინიკა ვივამედის კლინიკური დირექტორის, ზურაბ ჩხაიძის თქმით, ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პარენტერალური (ინტრავენური) კვების სანაცვლოდ რეანიმაციაში გადაყვანას ითხობს. ჩხაიძემ TV იმედს უთხრა, რომ სააკაშვილი კლინიკას დაზუსტებულ პასუხს დღეს, პირველ თებერვალს ეტყვის. მანვე აღნიშნა, რომ პაციენტი იღებს ძალიან მცირე რაოდენობით საკვებს, რაც არის მინიმალური რაოდენობა იმ კალორაჟისა, რაც ადამიანის ორგანიზმს სჭირდება.

"არანაირი ყლაპვის ფუნქციის დარღვევა და სხვა ხელშემშლელი მექანიზმი, რაც შეიძლება არსებობდეს, ყოველ შეთხვევაში ხილული არ არის.

შეთავაზებული იყო პარენტერალური კვება, რაზეც პაციენტი კატეგორიულ უარს აცხადებს. მან დღეს განაცხადა, რომ ამ პარენტერალურ კვებას გააგრძელებს იმ შემთხვევაში, თუ გადაყვანილი იქნება რეანიმაციაში. ხვალ უფრო იტყვის დაზუსტებულ პასუხს" - თქვა ჩხაიძემ 31 იანვრის საღამოს და აღნიშნა, რომ "ჩვენ ამაზეც არ გვაქვს პრობლემა".

იქვე, ვივამედის კლინიკური დირექტორი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის ფიზიოლოგიური პარამეტრები "რჩება ნორმის ფარგლებში". მისი მტკიცებით, "თუნდაც მასის ინდექსი არ შეესაბამება რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობის პარამეტრებს".


31 იანვარს ენმ-ს წევრმა, გიორგი ჩალაძემ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სააკაშვილი რეანიმაციულ განყოფილებაში "ამ წუთებში" გადაჰყავდათ.  

მოგვიანებით, კლინიკა ვივამედის დირექტორმა, ნინო ნადირაძემ თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილი რეანიმაციულ განყოფილებაში გადაყვანას არ საჭიროებს" და "პალატაში რჩება".

კომენტარები