მიხეილ სააკაშვილი

მითხრეს, გადასაყვანი ხარ და თანხმობა განვუცხადე, ველოდებიო – ხაჭაპურიძე სააკაშვილზე

შალვა ხაჭაპურიძე და მიხიელ სააკაშვილი

ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, შალვა ხაჭაპურიძე ვივამედიდან გამოსვლის შემდეგ ამბობს, რომ სააკაშვილს რეანიმაციულ განყოფილებაში აგდაყვანა შესთავაზეს და ის დათანხმდა. 

"მე ვნახე სააკაშვილი, უკეთდებოდა გადასხმა, ექთანი შემოვიდა. თვითონ ბატონ მიხეილს რომ ვკითხე, რა ხდება მეთქი, [მიპასუხა], მითხრეს, გადასაყვანი ხარ და მე თანხმობა განვუცხადე, ველოდები, როდის შემომაკითხავენ და გადამიყვანენო... თვითონ კლინიკა კარგად მექცევა, ყურადღებით მექცევიანო". - ამბობს შალვა ხაჭაპურიძე.  

დღეს, 31 იანვარს ენმ-ს წევრმა, გიორგი ჩალაძემ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სააკაშვილი რეანიმაციულ განყოფილებაში გადაჰყავდათ. მოგვიანებით ვივამედის დირექტორმა, ნინო ნადირაძემ ტაბულას უთხრა, რომ სააკაშვილი რეანიმაციაში არ გადაუყვანიათ და პალატაში იყო.  

დღეს განცხადება გააკეთა ვივამედის კლინიკურმა დირექტორმა, ზურაბ ჩხაიძემაც. მან თქვა, რომ დღეის მდგომარეობით, მიხეილ სააკაშვილი სტაბილურ პარამეტრებს ინარჩუნებს. მისი განცხადებით, ექსპრეზიდენტის ჰემოდინამიკური და რესპირატორული მაჩვენებლები სტაბილურია.

ჩხაიძემ ასევე თქვა, რომ კორონავირუსზე მიხეილ სააკაშვილის PCR ტესტის პასუხი უკვე უარყოფითია. ვივამედის კლინიკური დირექტორი აცხადებს, რომ გუშინ გადამოწმდა სააკაშვილის სხვადასხვა ლაბორატიული ანალიზები და მისივე თქმით, ლაბორატორიული მონაცემების კუთხით, არის გაუმჯობესება.

კომენტარები