მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა

ჩხაიძე: კორონავირუსზე მიხეილ სააკაშვილის PCR ტესტის პასუხი უკვე უარყოფითია

რაც შეეხება პაციენტის მდგომარეობას. პირველ რიგში, მინდა, გითხრათ, რომ ჩვენ გუშინ მიხეილ სააკაშვილს კორონავირუსზე PCR ტესტი განმეორებით გავუკეთეთ და უკვე უარყოფითი პასუხი მივიღეთ. გუშინვე გადამოწმდა მისი სხვადასხვა ლაბორატორიული ანალიზები და უნდა ითქვას, რომ ანალიზების ლაბორატორიული მონაცემების კუთხით, არის გაუმჯობესება [...] დღეის მდგომარეობით, მიხეილ სააკაშვილი სტაბილურ პარამეტრებს ინარჩუნებს. ჰემოდინამიკური და რესპირატორული მაჩვენებლები არის სტაბილური, კოვიდინფექციაზე ტესტი არის უარყოფითი. მე მგონი, ეს მის მომხრეებსა და მხარდამჭერებს უნდა უხაროდეთ, მაგრამ მე მგონი, ბატონი სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მის მომხრეებს ყველაზე ნაკლებად აინტერესებთ, მათ აინტერესებთ ხმაური.

თქვა ვივამედის კლინიკურმა დირექტორმა, ზურაბ ჩხაიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას. 

კომენტარები