ენმ

ხაბეიშვილი: არ ვაპირებთ ზეიმს, იწყება პროცესი, რომელიც ქვეყანას სამშვიდობოს გაიყვანს

ეს გამარჯვება ეკუთვნის უკლებლივ ყველას, ვინც ჩართული იყო ამ არჩევნებში, ჩვენს გულმხურვალე ამომრჩევლებს, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს ამ მარათონში და ასევე იმ 500 000-ზე მეტ ადამიანს, რომელიც მხარს გვიჭერს და უკანასკნელი 11 წლის განმავლობაში არ გვაძლევს საშუალებას, მოვდუნდეთ, ხელები ჩამოვუშვათ, გავჩერდეთ და ჩვენი საყვარელი სამშობლო დავუთმოთ რუს ოლიგარქს, ბიძინა ივანიშვილს. ამ არჩევნებით ენმ-მ დაამტკიცა, რომ მისი დამარცხება, ბრძოლის ველიდან გაყვანა უბრალოდ შეუძლებელია. ამ არჩევნებით ენმ-მ დაამტკიცა, რომ ის არის არა ერთი რიგითი პარტია, არამედ დიდი ერთობა ჩვენი დაუღალავი ხალხისა, რომელსაც სწყურია გამარჯვება ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენ დავუმტკიცეთ ყველას - მტერსაც და მოყვარესაც, ყველას ქვეყნის შიგნით და გარეთ, რომ ერთგულები ვართ იმ ღირებულებების, რომელიც სათავეში ედო ენმ-ს დაფუძნებას, ერთგულები ვართ იმ ფასეულობების, რომელმაც შექმნა ვარდების რევოლუცია.  

დემოკრატია ჩვენთვის სიტყვის მასალა არ არის, ნაციონალური მოძრაობა არის ერთადერთი პარტია საქართველოში, რომელიც საქმით ამტკიცებს დემოკრატიული, დასავლური ფასეულობების ერთგულებას, ეს არჩევნები ამის ნათელი და პირდაპირი გამოვლინებაა. ჩვენ, ცხადია, არ ვაპირებთ ზეიმს, დღეიდან იწყება პროცესი, რომელიც ჩვენს ქვეყანას გაიყვანს სამშვიდობოს. როგორც ეს მიშამ და მისმა თანამებრძოლებმა გააკეთეს 2003 წელს. ჩვენ ვაპირებთ შრომას და ამ შრომაში არასდროს არ დავიღლებით. დღეიდან ახალი ენერგიით, შემართებით ვიწყებთ რთულ, მაგრამ უწყვეტ ბრძოლას რუსი ოლიგარქიული რეჟიმის დასამარცხებლად. ენმ დღეიდან იქნება ღია ყველა ახალი ადამიანისთის, ყველა იმ ჩვენი ძველი თუ ახალი თანამებრძოლისთვის, ვისაც თუნდაც ერთი აგურის დადება შეუძლია ამ ბრძოლაში. 

ამბობს ენმ-ს ახალი თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი. 

კომენტარები