მიხეილ სააკაშვილი

კირკიტაძე: თქვენი დდშ ყველასი, ვინც ვანო მერაბიშვილს ცილს სწამებდით

"დიდი ბოდიში, მაგრამ თქვენი დდშ ყველასი, ვინც პირდაპირ/ირიბად გენერალ ლორთქიფანიძეს და მერე ვანო მერაბიშვილს ცილს სწამებდით. თქვე ქოცებზე უარესებო!" – ასე ეხმაურება ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი, დავით კირკიტაძე ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას სიტყვებს, რომ სააკაშვილის მიერ ნახსენებ რუსეთის აგენტებში ქართველები არ იგულისხმებოდნენ.

გერმანული გამოცემა Der Spiegel-თან ინტერვიუში მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ არ გამორიცხავს, ხალხი, რომლებმაც მისი დაბრუნება დაგეგმეს, რუსეთის აგენტები იყვნენ.

სააკაშვილის სიტყვებზე საუბრისას 28 იანვარს გიული ალასანიამ თქვა, რომ აგენტებზე საუბარი სპეკულაციაა და მათში სააკაშვილი ქართველებს – მის თანაპარტიელებსა და მხარდამჭერებს არ გულისხმობდა.

კომენტარები