მიხეილ სააკაშვილი

სააკაშვილი: გამორიცხული არაა, ხალხი რომელმაც ჩემი დაბრუნება დაგეგმა, რუსეთის აგენტები იყვნენ

პრეზიდენტი პუტინი, მისი წინამორბედი დიმიტრი მედვედევი და საგარეო მინისტრი ლავროვი არა მხოლოდ ჩემი ფიზიკური განადგურებისკენ მოუწოდებენ, ისინი, განსაკუთრებით პუტინი, მოითხოვდნენ ჩემს დაპატიმრებასა და გასამართლებას საქართველოში.

რუსეთის გარდა არცერთი ქვეყანა არ აღიარებს ჩემ წინააღმდეგ ბრალდებები და ჩემს მიმართ გამოტანილ განაჩენებს. მე მინდოდა საქართველოში დაბრუნება, მაგრამ ცუდი დრო იყო შერჩეული – ასე ახლოს რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყებამდე. არ არის გამორიცხული, რომ იმ ხალხის ნაწილი, რომელმაც 2021 წლის ოქტომბერში საქართველოში ჩემი დაბრუნება დაგეგმა, რუსეთის მიერ ჩანერგილი აგენტები იყვნენ

პასუხობს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი გერმანული გამოცემა Der Spiegel-ის მიერ მისი საქართველოში დაბრუნების შესახებ დასმულ კითხვას.

კომენტარები