რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ISW: პუტინი ახალ შეტევას ამზადებს, რომელიც, შესაძლოა, თებერვალში ან მარტში დაიწყოს

ვლადიმირ პუტინი

ამერიკული სამხედრო-ანალიტიკური ცენტრის, Institute for the Study of War-ის (ISW) 27 იანვრის ანგარიშის მიხედვით, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი ახალ შეტევას ამზადებს, რომელიც თებერვალში ან მარტში შეიძლება დაიწყოს.

ISW თვლის, რომ ზაპორიჟჟიას ოლქში რუსეთის ბოლოდროინდელი შეზღუდული სახმელეთო თავდასხმები, შესაძლოა, უკრაინული ძალების დასაშლელად და, ასევე, ლუჰანსკის რეგიონში შეტევისთვის პირობების შესაქმნელად იყოს გამიზნული.

ISW-ის ანალიტიკოსების ვარაუდით, ეს უკანასკნელი განვითარება იმაზე მიუთითებს, რომ დაგეგმილი რუსული შეტევა, დიდი ალბათობით, ლუგანსკის ოლქს ისახავს მიზნად, თუმცა არის შანსი, რომ დონეცკის ოლქის დასავლეთით, ვულედარის რაიონში განხორციელდეს.

ISW-ის ცნობით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ახალი შეტევა ბელურის მხრიდან, უკრაინის ჩრდილოეთით იყოს მიმართული. 

კომენტარები