რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

კრემლი: ტანკების მიწოდება დასავლეთის ქვეყნებს უკრაინასთან კონფლიქტის მონაწილეებად აქცევს

კრემლის პრესსპიკერი, დმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ ტანკების მიწოდება დასავლეთის ქვეყნებს და NATO-ს უკრაინასთან კონფლიქტის მონაწილეებად აქცევს.

"ევროპის დედაქალაქებიდან და ვაშინგტონიდან არის მუდმივი განცხადებები, რომ უკრაინაში სხვადასხვა იარაღის სისტემების, მათ შორის ტანკების გაგზავნა არანაირად არ ნიშნავს ამ ქვეყნების ან [ჩრდილოატლანტიკური] ალიანსის ჩართვას უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებში. ჩვენ ამას კატეგორიულად არ ვეთანხმებით. ყველაფერი, რასაც აკეთებს როგორც ალიანსი, ისე დედაქალაქები, მოსკოვში აღიქმება, როგორც უშუალო მონაწილეობა კონფლიქტში. ჩვენ ვხედავთ, რომ ის იზრდება".- ამბობს პესკოვი. 

25 იანვარს აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ აშშ უკრაინას Abrams-ის ტიპის 31 ტანკსა და შესაბამის ნაწილებს გაგზავნის. აქამდე, გერმანიამაც დაადასტურა, რომ უკრაინას Leopard 2A6-ის ტიპის 14 ტანკს გადასცემს და პარტნიორ ქვეყნებს საკუთარი წარმოების ტანკების ექსპორტის უფლებას მისცემს. Leopard 2-ის ტიპის ტანკებს უკრაინას ნორვეგიაც გადასცემს. 

კომენტარები