აშშ-ს 2024 წლის არჩევნები

"Facebook-ს ჩემი გუნდი უფრო სჭირდება, ვიდრე ჩვენ ის" – ტრამპი Facebook-ზე დაბრუნებას გეგმავს

Al Drago/Bloomberg via Getty Images | Getty Images

აშშ-ს ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა Fox News Digital-თან ინტერვიუში აღნიშნა, რომ Facebook-ს ის უფრო სჭირდება, ვიდრე თავად მას ეს პლატფორმა, თუმცა, ამასთანავე, დაადასტურა, რომ წინა საპრეზიდენტო კამპანიისთვის ანგარიშის აღსადგენად მარკ ცუკემბერგთან მოლაპარაკებებს გეგმავს. 

ტრამპმა, რომელმაც ნოემბერში 2024 წლის საპრეზიდენტო კამპანია დაიწყო, თქვა, რომ Facebook-მა ტრამპის ანგარიში გაუქმების გამო $700 მილიარდი დაკარგა.

"ეს [ტრამპის ანგარიშის გაუქმება] მათთვის - Twitter-ისა და სხვა მსხვილი ბიზნესებისთვის შეცდომა იყო. თუ ისინი უკან დაგვიბრუნებდნენ, ეს მათ დიდად დაეხმარება, რაზედაც მე პრობლემა არ მაქვს. თუმცა მათ ჩვენ უფრო მეტად ვჭირდებით, ვიდრე ჩვენ გვჭირდება ისინი". - ამბობს ყოფილი პრეზიდენტი.

ტრამპი ადასტურებს, რომ პლატფორმაზე დასაბრუნებლად მოლაპარაკებები მიმდინარეობს. "ვნახოთ, რა გამოგვივა". - აღნიშნა მან. 

2021 წლის 6 იანვრიდან, QAnon-ის წარმომადგენლების აშშ-ის კაპიტოლიუმზე თავდასხმის შემდეგ, ტრამპს Twitter-ზე წვდომა შეეზღუდო. მალევე, ყოფილ პრეზიდენტს წვდომა შეეზღუდა Youtube-ზე, Instagram-სა და Facebook-ზეც.

შეზღუდვიდან რამდენიმე თვის შემდეგ მან შექმნა საკუთარი სოციალური მედიის პლატფორმა Truth Social.

კომენტარები