თურქეთი-შვედეთი

TRT: საპროტესტო აქციების გამო თურქეთმა შვედეთთან და ფინეთთან სამმხრივი შეხვედრა გააუქმა

თურქეთმა სამმხრივი შეხვედრა შვედეთთან და ფინეთთან, სტოკჰოლმში შაბათ-კვირის საპროტესტო აქციების გამო, განუსაზღვრელი ვადით გადადო. ინფორმაციას სახელმწიფო მაუწყებელი TRT ავრცელებს.

შეხვედრა თებერვალში, ბრიუსელში უნდა გამართულიყო და მას NATO-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი უნდა დასწრებოდა.

თურქეთის პრეზიდენტის წყაროს ინფორმაციით, თურქეთს შეხვედრა არ გაუუქმებია, მხოლოდ დროებით გადაიდო. შეხვედრის ჩატარების თარიღი ჯერჯერობით უცნობია.

რამდენიმე დღის წინ, სტოკჰოლმში საპროტესტო აქციაზე ყურანი დაწვეს. 

ამის შესახებ კომენტარი თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გააკეთა და თქვა, რომ შვედეთი NATO-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით ანკარასგან მხარდაჭერას არ უნდა მოელოდეს

"გასაგები უნდა იყოს, რომ მათ, ვინც ჩვენი ქვეყნის საელჩოს წინ მსგავსი საზიზღარი სცენა მოაწყო, ჩვენგან კეთილგანწყობას არ უნდა ელოდოს". - თქვა ერდოღანმა.

კომენტარები