რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

გერმანია უკრაინას Leopard 2-ის ტიპის 14 ტანკს გადასცემს

გერმანიის არმიის 104-ე სატანკო ბატალიონის Leopard 2A6 მანევრებზე.
U.S. Army Europe photo by Visual Information Specialist Markus Rauchenberger

გერმანიის მთავრობის სპიკერმა, სტეფენ ჰებეშტრაიტმა გამოაცხადა, რომ ბერლინი უკრაინისთვის Leopard 2A6-ის ტიპის 14 ტანკის გადაცემას აპირებს. 

ამას გარდა, ბერლინი პარტნიორ ქვეყნებს უფლებას მისცემს, რომ საკუთარი წარმოების ტანკები უკრაინას გადასცენ. მსგავსი განაცხადი უკვე გაკეთებული აქვს პოლონეთს.

ამ გადაწყვეტილებას უკრაინა და დასავლელი პარტნიორები უკვე რამდენიმე კვირაა, რაც ელოდებოდნენ. 

ამას გარდა, AP News-ის ინფორმაციით, მალე აშშ გამოაცხადებს, რომ უკრაინას 30-ზე მეტ Abrams-ის ტიპის ტანკს გადასცემენ.

კომენტარები