რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

AP: აშშ უკრაინისთვის Abrams-ის ტანკების გადაცემის შესახებ, სავარაუდოდ, დღეს გამოაცხადებს

M1 Abrams

ამერიკული მედია Associated Press-ი ანონიმურ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერს, რომ არაუგვიანეს ოთხშაბათისა აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინისთვის M1 Abrams-ის ტიპის ტანკების გადაცემის შესახებ გამოაცხადებს. 

როგორც გამოცემა წერს, საუბარია 30-ზე ოდნავ მეტ ტანკზე. მათივე თქმით, შესაძლოა, ამ ჯავშანტექნიკის მიწოდებას დიდი დრო დასჭირდეს.

ამერიკელი მაღალჩინოსნის თქმით, დეტალები ჯერ კიდევ მუშავდება. ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა თქვა, რომ ტანკებს უკრაინის უსაფრთხოების დახმარების ინიციატივის მომდევნო პაკეტის ფარგლებში შეიძენენ.

აქამდე, აშშ Abrams-ის ტანკების გადაცემისგან თავს იკავებდა და გადაწყვეტილებას რთული შენახვის მოთხოვნებისა და ლოგისტიკური გამოწვევებით ხსნიდა. ვაშინგტონში თვლიდნენ, რომ გერმანული Leopard-ები უკრაინისთვის უფრო პროდუქტიული იქნებოდა, რადგან მათი მართვის სისტემა უფრო მარტივია და წვრთნას ნაკლები დრო სჭირდება.

აქამდე გერმანულმა მედია der Spiegel-მა გაავრცელა ცნობა, რომ ბერლინმა უკრაინისთვის Leopard 2-ის ტიპის ტანკების გადაცემა საბოლოოდ გადაწყვიტა და საჯარო განცხადებას მალე გააკეთებდნენ.

კომენტარები