რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ერმაკი ესტონეთს: ჩვენ დიდად ვაფასებთ თქვენს მტკიცე ნაბიჯს, მეგობრებო

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი, ანდრეი ერმაკი გამოეხმაურა ესტონეთის გადაწყვეტილებას, რომ სამხედრო დახმარების ფარგლებში საკუთარი ყველა 155მმ-იანი ჰაუბიცა უკრაინას გადასცეს. 

"ჩვენ დიდად ვაფასებთ თქვენს მტკიცე ნაბიჯს, მეგობრებო. გმადლობთ თავისუფლებისა და დემოკრატიის დასაცავად ჩვენს ბრძოლაში გვერდში დგომისთვის". - წერს ერმაკი Twitter-ზე. 

ასევე, ესტონეთის ელჩმა დაადასტურა მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, თუ რა შეიარაღებას მიიღებს უკრაინა ესტონეთისგან: ათობით 155მმ კალიბრის ჰაუბიცა FH-70, D-30-ის ტიპის 122მმ-იანი ჰაუბიცები,  155მმ-იანი ათასობით ჭურვი, Carl Gustav M2-ის ტიპის ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნები.

ტალინის მიერ უკრაინისთვის გაღებულმა სამხედრო დახმარებამ ესტონეთის მშპ-ს 1%-ს ხარჯობრივად უკვე გადააჭარბა.

როგორც 19 იანვარს გახდა ცნობილი, ესტონეტი უკრაინისთვის $113 მილიონის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს გამოყოფს, რაც, ამ დრომდე, მათი მხრიდან კიევისთვის გაღებული უდიდესი პაკეტი იქნება.

კომენტარები