ესტონეთი გასულ კვირაში უკრაინისთვის გამოცხადებული სამხედრო დახმარების ფარგლებში საკუთარ ყველა 155მმ-იან ჰაუბიცას გადასცემს. ამის შესახებ ესტონეთის ელჩმა უკრაინაში, კაიმო კუუსკმა ისაუბრა.
"უკრაინას ყველა 155მმ-იან ჰაუბიცას გადავცემთ. ამ სახით, გვსურს შევქმნათ პრეცედენტი, რომ სხვა ქვეყნებს არ დარჩეთ არანაირი გასამართლებელი, რატომ არ შეუძლიათ უკრაინას ომში გამარჯვებისთვის აუცილებელი შეიარაღება გადასცენ". – თქვა კუუსკმა.
ელჩმა დაადასტურა მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, თუ რა შეიარაღებას მიიღებს უკრაინა ესტონეთისგან: ათობით 155მმ კალიბრის ჰაუბიცა FH-70, D-30-ის ტიპის 122მმ-იანი ჰაუბიცები, 155მმ-იანი ათასობით ჭურვი, Carl Gustav M2-ის ტიპის ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნები.
ტალინის მიერ უკრაინისთვის გაღებულმა სამხედრო დახმარებამ ესტონეთის მშპ-ს 1%-ს ხარჯობრივად უკვე გადააჭარბა.
როგორც 19 იანვარს გახდა ცნობილი, ესტონეტი უკრაინისთვის $113 მილიონის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს გამოყოფს, რაც, ამ დრომდე, მათი მხრიდან კიევისთვის გაღებული უდიდესი პაკეტი იქნება.

![კობახიძე: რაღაც მომენტში [EU-ში] ვიღაცამ უნდა დაინახოს, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება](https://api.tabula.ge/files/styles/news_thumb_md/public/photos/2025/03/image_2025-03-04_174301289.png.jpg?itok=rDYMsiDc)



