EU-ს სანქციები რუსეთის წინააღმდეგ

იონათამიშვილი: კობახიძემ წერტილი დაუსვა საქართველოს წინააღმდეგ წარმოებულ ჰიბრიდულ ომს

ირაკლი კობახიძემ წერტილი დაუსვა საქართველოს წინააღმდეგ წარმოებულ ჰიბრიდულ ომს. ჩვენ ეს სიმართლე, ცხადია, ისედაც ვიცოდით და ჩვენი საზოგადოება ყველაფრის საქმის კურსში იყო, უბრალოდ, თუ სადმე რჩებოდა სპეკულაციისა და მანიპულაციისთვის სივრცე, ფაქტებით და კონკრეტული ციფრებით მოხდა გაქარწყლება. 

ამბობს ქართული ოცნების დეპუტატი, რატი იონათამიშვილი. ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენისთვის CNN-ის ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას "კატეგორიული და ფაქტებით გამყარებული" პასუხით გამოეხმაურა. ჟურნალისტმა, კრისტიან ამანპურმა ლაიენთან ინტერვიუში რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების საკითხი განიხილა და სანქციებისთვის გვერდის ავლის მაგალითად საქართველო მოიყვანა

კომენტარები