ხელოვნური ინტელექტი

ხელოვნური ინტელექტის განვითარებასთან ერთად, Alphabet Inc. 12 000 თანამშრომელს ათავისუფლებს

Google-ის მშობელი კომპანია, Alphabet Inc (GOOGL.O), დაახლოებით, 12 000 ადამიანს, ანუ კომპანიის მუშახელის 6%-ს სამსახურიდან ათავისუფლებს.  

20 იანვრის თანამშრომლების მემორანდუმში ნათქვამია, რომ კომპანია აპირებს, თავისი მომავალი ხელოვნურ ინტელექტს (Al) დაუკავშიროს. 

Alphabet-ის აქციები 20 იანვრის დილის მონაცემებით 4%-ით იყო გაზრდილი. კომპანია დიდი ხანია ხელოვნური ინტელექტის კვლევის ძირითად სფეროებში ლიდერია. 

ამ ეტაპზე Alphabet-ს გამოწვევა Microsoft Corp (MSFT.O)-ია, რომელიც, ფაქტობრივად, ნებისმიერ ისეთი შინაარსის მასალას ქმნის, რასაც მომხმარებელი ტექსტურ ველში კრეფს. ინდუსტრიის დამკვირვებლების შეფასებით, ე.წ გენერაციულმა ხელოვნურმა ინტერნეტმა Google-ის დომინაცია შესაძლოა ეჭვქვეშ დააყენოს მას შემდეგ, რაც Microsoft-ის მხარდაჭერილმა სტარტაპმა, OpenAI-მა ჩატბოტი - ChatGPT შექმნა, რომელსაც ადამიანის მსგავსი პასუხების გაცემა შეუძლია.

Microsoft-მა ამ კვირაში განაცხადა, რომ კომპანია შეშფოთებულია იმ ფაქტით, რომ 10 000 სამუშაო ადგილი უნდა გამოათავისუფლოს, რაც მუშახელის, დაახლოებით, 5%-ია, თუმცა ამ ქმედებით ისინი შეძლებენ, უფრო მეტი ისეთი პროდუქტი შექმნან, სადაც ხელოვნური ინტელექტი გამოიყენება.

2023 წელს ტექნიკურ ინდუსტრიაში 38 000-ზე მეტი თანამშრომელი უკვე გაათავისუფლეს, გასულ წელს კი თითქმის 155 000-მა ადამიანმა დაკარგა სამსახური. Amazon.com Inc (AMZN.O), Meta Platforms Inc (META.O) და Salesforce Inc (CRM.N) - ეს იმ კომპანიების ნაწილია, რომლებმაც 2022 წლიდან კადრების შემცირება უფრო დიდი სიხშირით დაიწყეს. 

კომენტარები