რონ ჯერემი

გაუპატიურებაში ბრალდებული პორნომსახიობი რონ ჯერემი სასამართლომ არაქმედითუნარიანად ცნო

Fox News

გაუპატიურებასა და სექსუალურ ძალადობაში ბრალდებული პორნომსახიობი რონ ჯერემი სასამართლომ დემენციის გამო არაქმედითუნაირანად ცნო.

ჯერემის გაუპატიურებისა და სექსუალური ძალადობის 33 ფაქტზე წარუდგინეს ბრალი. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მსახიობს 300-წლიანი პატიმრობა ემუქრებოდა. სასამართლო ექსპერტიზას დაეყრდნო, რომელმაც დაადგინა, რომ ჯერემი არაქმედითუნარიანი და ამჟამინდელი მენტალური მდგომარება საშუალებას არ აძლევს თავი დაიცვას.

პორნომსახიობის შემდგომი ბედი 7 თებერვალს გადაწყდება. იურისტების ვარაუდით ჯერემის ფსიქიატრიულ დაწესებულებაში გადაიყვანენ.

ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პორნომსახიობი კაცის წინააღმდეგ ძიება 2020 წელს დაიწყო. თავდაპირველ სარჩელში გაუპატიურების სამი საქმე ფიგურირებდა. შემთხვევები 2014, 2017 და 2019 წლებში მოხდა. მოგვიანებით პროკურატურამ 90-იან წლებში მომხდარი კიდევ 30 სექსუალური ძალადობის ფაქტზე დაიწყო ძიება.

კომენტარები