რონ ჯერემი

პორნომსახიობი რონ ჯერემი გაუპატიურებაში დაადანაშაულეს

Variety

ლეგენდარული პორნომსახიობი რონ ჯერემი გაუპატიურებასა და სექსუალურ ძალადობაში დაადანაშაულეს. 

ლოს-ანჯელესის პროკურატურამ ჯერემის წინააღმდეგ შეტანილი საჩივარი წარმოადგინა. 

საქმეში სამი ინციდენტი ფიგურირებს. დაზარალებულის განცხადებით, ჯერემიმ ის 2014 წელს დასავლეთ ჰოლივუდის სახლში გააუპატიურა. სხვა მბრალდებლების ჩვენების თანახმად, 2017-სა და 2019 წლებში მსახიობმა სექსუალურად იძალადა კიდევ ორ ქალზე.

საქმეს ლოს-ანჯელესის ოლქის პროკურორის მოადგილე, პოლ ტომპსონი იძიებს. ტომპსონი ჰარვი ვაინშტაინის საქმეში ბრალდების მხარეს წარმოადგენდა.

67 წლის მსახიობს პირველი სასამართლო პროცესი 26 ივნისს უწევს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ჯერემის 90-წლიანი პატიმრობა ემუქრება. 

კომენტარები