რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსმა ოკუპანტებმა კიევი დაბომბეს – სამიზნე კვლავ ინფრასტრუქტურული ობიექტი იყო

რუსმა ოკუპანტებმა კიევი დაბომბეს - ქალაქში საჰაერო განგაშია გამოცხადებული. 

კიევის სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, ოკუპანტებმა თავდასხმისას რაკეტები გამოიყენეს. მათივე ინფორმაციით, სამიზნე ამჯერადაც ინფრასტრუქტურული ობიექტი იყო. როგორც მოგვიანებით მერმა განმარტა, ოკუპანტებმა დნიპროვსკის რაიონი დაბომბეს. 

"აფეთქებებია დნეპრის რაიონში. ადგილზე ყველა სამსახურია გაგზავნილი. დარჩით თავშესაფარში!" - დაწერა ვიტალი კლიჩკომ. 

ვიტალი კლიჩკოს ცნობით, ოკუპანტების რაკეტის ნაწილით დაზიანდა შენობა, რომელშიც მოქალაქეები არ ცხოვრობენ. გაჩენილ ხანძარს მაშველები აქრობენ. 

"დედაქალაქში, გოლოსეევსკის რაიონში რაკეტის ფრაგმენტი არასაცხოვრებელ ტერიტორიაზე ჩამოვარდა. დაშავებულები არ არიან". - დაწერა მან. 

კომენტარები