რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ესტონეთი უკრაინისთვის რუსული აქტივების გადაცემას გეგმავს – BLOOMBERG

ესტონეთის პრემიერმინისტრი კაია კალასი

ესტონეთმა, შესაძლოა, რუსული აქტივების კონფისკაციის გეგმა შეიმუშაოს, რომლის ფარგლებში ჩამორთმეულ რუსულ აქტივებს უკრაინას გადასცემს. ესტონეთის მთავრობამ სამინისტროებს დეკემბრის ბოლოს სთხოვა, რომ აქტივების ჩამორთმევის სამართლებრივი გეგმა მოემზადებინათ, რომელსაც სავარაუდოდ, იანვრის ბოლოს წარადგენს. ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა ისაუბრა

Bloomberg-ის ინფორმაციით, ესტონეთი ამ გეგმის წარდგენას მანამდე აპირებს, სანამ ევროკომისია ბლოკის მასშტაბით შეთანხმდება საერთო მექანიზმზე, რომელიც რუსეთის ცენტრალური ბანკის რეზერვებში $322 მილიარდსა და სანქცირებული რუსების მილიარდობით გაყინულ აქტივებს შეეხება.

გარდა ამისა, Bloomberg-ი წერს, რომ მთავრობის შეფასებით, ესტონეთის მიერ რუსეთის საკუთრებაში არსებულ ანგარიშებზე გაყინული თანხა თითქმის 20 მილიონ ევროს შეადგენს.

"[ევროკავშირის წევრებმა] აგრესიაზე პასუხისმგებლობის უზრუნველსაყოფად მუშაობა უნდა განაგრძონ და გამოიყენონ რუსეთის გაყინული აქტივები". – აღნიშნა ესტონეთის პრემიერმინისტრმა, კაია კალასმა გასული წლის დეკემბერში. 

კომენტარები