რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

"საშობაო ზავის" მიუხედავად რუსული ძალები გაეროს მისიას ზაპორიჟიეს ოლქში თავს დაესხნენ

ზაპოროჟიეს ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ალექსანდრ სტარუხის თქმით, 7 იანვარს რუსული ძალები გაეროს მისიას ზაპორიჟიეს ოლქში თავს დაესხნენ

"აგრესორი ქვეყანა, პირობისდა მიუხედავად, რომ სროლას შეწყვეტდა, თავს დაესხა გაეროს ჰუმანიტარულ მისიას, რომელმაც ქალაქ ორიხივში ჰუმანიტარული დახმარება ჩაიტანა.” - თქვა სტარუხმა საინფორმაციო გამოშვებაში.

მანამდე, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინაში ერთი დღით ცეცხლის შეწყვეტის განკარგულება გასცა.

რუსეთის პრეზიდენტის პრესამსახურის ცნობით, ცეცხლი შეწყვეტის რეჟიმი 6 იანვარს, 12:00 საათზე უნდა ამოქმედებულიყო და 7 იანვრის 24:00 საათამდე გაგრძელებულიყო.

ე.წ. საშობაო ზავის ინიციატივით თავდაპირველად რუსეთის პატრიარქი კირილი გამოვიდა. უკრაინის პრეზიდენტის ოფისის უფროსმა მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა კი კირილის ინიციატივას პროპაგანდისტული ნიშნებით სავსე ცინიკური მახე უწოდა

კომენტარები