რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ISW: რუსებმა ირანული წარმოების დრონების არსებული მარაგი დიდწილად ამოწურეს

Reuters

ამერიკული სამხედრო-ანალიტიკური ცენტრის, Institute for the Study of War-ის (ISW) 4 იანვრის ანგარიშის მიხედვით, რუსულმა სამხედრო ძალებმა, სავარაუდოდ, ირანული წარმოების დრონების არსებული მარაგი დიდწილად ამოწურეს

ამასთან, ანალიტიკოსების შეფასებით, რუსული ძალები 2023 წლის მაისისთვის ირანში წარმოებულ ყველა, 1 750 დრონს გამოიყენებენ იმ შემთხვევაში, თუ ისინი მათ მოხმარებას იმავე ტემპით განაგრძობენ, რომელიც 2022 წლის სექტემბრიდან დეკემბრამდე ჰქონდათ. 

"რუსეთი, სავარაუდოდ, ირანთან შემდგომ ორმხრივ თანამშრომლობას შეეცდება, რათა უკრაინაში გამოსაყენებლად მეტი რაოდენობის მაღალი სიზუსტის იარაღის სისტემები მიიღოს". – წერია ISW-ის ანგარიშში. 

უკრაინის სამხედრო სადაზვერვო სამმართველოს წარმომადგენელმა, ვადიმ სკიბიცკიმ აღნიშნა, რომ რუსულმა ძალებმა დაახლოებით ირანული წარმოების 660 დრონი გამოიყენა მათი პირველი გამოყენების – 2022 წლის სექტემბრის შემდეგ. 

ამასთან ერთად, სკიბიცკის თქმით, ირანთან შეთანხმება რუსეთისთვის დამატებით 1 750 თვითმფრინავის გადაცემას ითვალისწინებს, რადგან დრონების ხშირი გამოყენების ფონზე, რუსულ ძალებს იარაღის მარაგის შევსება სჭირდებათ. 

კომენტარები