მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილის სოლიდარობის აქცია ევროპის ქალაქებში – ფოტოგალერეა

რუსი უფლებადამცველის, მარკ ფეიგინის ინიციატივით, საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია რამდენიმე ათეულ ქალაქში გაიმართა. აქციებზე მომიტინგეები მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებასა და სამკურნალოდ უცხოეთში გადაყვანას ითხოვდნენ. 

ჰააგა, ნიდერლანდები

ფეიგინმა თავის მაყურებლებს მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე გასვლისკენ მოუწოდა მას შემდეგ, რაც 24 დეკემბერს გავრცელებული ინფორმაციით, სააკაშვილმა ფეიგინს გაუგზავნა წერილი, რომელშიც წერდა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა მისი მოკვლის ბრძანება გასცა და იგი ციხეში მოწამლეს.

დუბლინი, ირლანდია

მოგვიანებით ფეიგინის მოწოდებას უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი, ოლექსი არესტოვიჩიც შეუერთდა. მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება საკუთარი ნაბიჯებით ამტკიცებს, რომ ევროპულ ღირებულებებს არ იზიარებს.

ლონდონი, დიდი ბრიტანეთი

"ევროპაში შეიძლება ბევრი რამ მოხდეს, თუმცა, ადამიანის მიზანმიმართული მკვლელობა წამების გზით? მსგავსი ჯანმრთელობის პრობლემებით სასამართლო პროცესებში მონაწილეობა წამებაა. ტოქსიკოლოგიური ექსპერტების დასკვნებზე საერთოდ არაფერს ვამბობ. ყველამ ყველაფერი იცის და საკუთარი შეფასება აქვთ.

თუ მოქმედი ხელისუფლება თავს უფლებას მისცემს ასე ბრუტალურად დაარღვიოს ევროპული ღირებულებები, ნათელია რომ ამას ევროპიდან შესაბამისის შეფასებები მოჰყვება". - თქვა არესტოვიჩმა.გადაცემაში Фейгин Live-ში.

პარიზი, საფრანგეთი

აქციების ფოტოებს საკუთარ სოციალურ ქსელში მარკ ფეიგინიც აქვეყნებს.

მადრიდი, ესპანეთი

ევროპის ქვეყნების პარალელურად, აქციები საქართველოში, რამდენიმე ლოკაციაზე გაიმართა. თბილისში - მშვიდობის ხიდსა და მთავრობის ადმინისტრაციასთან. 

ჟენევა, შვეიცარია

გარდა თბილისისა, აქცია გაიმართა შეკვეთილში, ბიძინა ივანიშვილის სახლთან. 

ვენა, ავსტრია

თბილისში მთავრობის ადმინისტრაციასთან აქციაზე მომიტინგეებმა საქართველოსა და უკრაინის დროშები გაშალეს.

ბარსელონა, ესპანეთი

ხოლო მშვიდობის ხიდიდან აქციის მონაწილეებმა ბანერი - "მიშას სიცოცხლისთვის" გადმოფინეს.

მოსკოვი, რუსეთი

 

კომენტარები