მიხეილ სააკაშვილი

ნაყოფია ხაბეიშვილზე: აქციის ლოკაციების შეცვლაზე განცხადება გაუგებარი და საწყენია

ხაზს ვუსვამ, რომ ეს [აქცია] არის დაორგანიზებული მარკ ფეიგინის და არესტოვიჩის მიერ. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, რა თქმა უნდა, ამას გამოეხმაურა, დააანონსა ეს აქციები, პარტიის ოფიციალურ ვებგვერდზეც დაიდო ეს ლოკაციები, საქართველოში ჩატარდება რამდენიმე ქალაქში და რამდენიმე ლოკაციაზე. თუმცა, დღეს მოვისმინეთ ჩვენ განცხადება ბატონი ლევან ხაბეიშვილის მხრიდან, რაღაც სხვა ლოკაციების, ლოკაციების შეცვლასთან დაკავშირებით. მე მინდა გითხრათ, რომ ეს აქცია წინასწარ იყო შეთანხმებული მხარეებთან, მე მქონდა კომუნიკაცია ყველა მხარესთან, ამ შემთხვევაში, კანდიდატებთან ან კანდიდატების წარმომადგენლებთან. ყველამ იცოდა ლოკაცია და დრო. ცოტა ჩემთვის გაუგებარი და საწყენიც არის, რომ ასე, ბოლო წუთს ხდება ლოკაციების შეცვლა და მერე საუბარი იმაზე, რომ თითქოს არ იყო მათთვის ეს ცნობილი და ა.შ.

ამბობს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, კობა ნაყოფია. დღეს, 3 იანვარს ენმ-ს თავმჯდომარეობის კანდიდატმა, ლევან ხაბეიშვილმა თქვა, რომ მარკ ფეიგინის მიერ დაანონსებულ "გლობალურ აქციას" შეუერთდებიან და თბილისში მთავრობის ადმინისტრაციასთან, შეკვეთილში კი ბიძინა ივანიშვილის სახლთან შეიკრიბებიან. 

კომენტარები