2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატი

ემილიანო მარტინესმა მედლის დასაცავად 20 000 ფუნტად შეფასებული ძაღლი იყიდა

არგენტინის მეკარემ, ემილიანო მარტინესმა 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ოქროს მედლის დასაცავად 20 000 ფუნტად შეფასებული ძაღლი იყიდა.

Daily Star-ის ცნობით, მარტინესმა გაწვრთნილი ბელგიური მალინუა იმისთვის იყიდა, რომ საკუთარი ოჯახი და მედალი დაიცვას. 

18 დეკემბერს არგენტინამ საფრანგეთი პენალტების სერიაში დაამარცხა და 1986 წლის შემდეგ პირველად მოიგო მსოფლიო ჩემპიონატი.

კომენტარები