2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატი

ისტორიაში პირველად, მსოფლიო ჩემპიონატის მატჩს ქალი არბიტრები იმსაჯებენ

მამაკაცთა მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში პირველად, კატარში მიმდინარე 2022 წლის მუნდიალზე, ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩში, გერმანიისა და კოსტა რიკის ეროვნული ნაკრებების დაპირისპირებას ქალი არბიტრებისგან შემდგარი სამსაჯო ბრიგადა უხელმძღვანელებს.

მატჩის მთავარი მსაჯი ფრანგი არბიტრი, სტეფანი ფრაპარი იქნება. მთავარი მსაჯის ასისტენტების მოვალეობებს კი ბრაზილიელი ნეუზა ბექი და მექსიკელი კარენ დიას მედინა შეასრულებენ.

აღსანიშნავია, რომ ზემოხსენებული არბიტრების გარდა, მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე კიდევ 2 ქალი მთავარი მსაჯია წარმოდგენილი – რუანდელი სალიმა მუკანსანგა და იაპონელი იოშიმი იამაშიტა. ასევე, კიდევ ერთი მსაჯის ასისტენტი – ამერიკელი ქეთრინ ნესბიტი.

21 ნოემბერს კატარში დაწყებული მსოფლიო ჩემპიონატი 18 დეკემბერს დასრულდება.

კომენტარები