ფინეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის მიხედვით, ესტონეთში ჩასულ უკრაინელ ლტოლვილთა ნაწილის ფინეთში გამგზავრებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
დროებითი დაცვის სტატუსი ესტონეთში 60 000-ზე მეტმა უკრაინელმა მიიღო. ესტონეთის ლტოლვილთა დახმარების სისტემა გადაიტვირთა, ამიტომ ესტონეთმა და ფინეთმა დაიწყეს მოლაპარაკებები, რომლის მიხედვითაც ესტონეთში ახალჩასულ უკრაინელ ლტოლვილებს ფინეთში გამგზავრებას შესთავაზებენ.
გამოცემა Yle-ის თანახმად, ესტონეთიდან ფინეთში ჩასვლა კვირაში 50-100 უკრაინელს შეეძლება.
მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის მოქალაქეებს უფლება აქვთ, ევროკავშირის ერთი ქვეყნიდან მეორე ქვეყანაში გადავიდნენ, ესტონეთი და ფინეთი გეგმავენ, ერთად იმუშაონ ტრანსპორტის ორგანიზების საკითხებზე, რაც უკრაინელების ფინეთში გამგზავრებას გაამარტივებს.