რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ლავროვი: უკრაინა ან ჩვენს შეთავაზებას შეასრულებს, ან საკითხს რუსეთის არმია გადაწყვეტს

REUTERS/Maxim Shemetov/Pool

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი უკრაინას კვლავ ულტიმატუმს უყენებს და ამბობს, რომ თუ კიევი რუსეთის "შეთავაზებას" არ შეასრულებს, საკითხს მათი არმია მოაგვარებს. ამის შესახებ მან რუსულ სამთავრობო-პროპაგანდისტულ მედია ТАСС-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.

"ჩვენი შეთავაზება რეჟიმის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიების დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის შესახებ, აქედან რუსეთის უსაფრთხოებისთვის მომავალი საფრთხის აღმოფხვრის, მათ შორის ჩვენი ახალი ტერიტორიებიდან, მტერმა კარგად იცის. საქმე მარტივადაა: შეასრულონ ისინი კეთილი ნებით. წინააღდეგ შემთხვევაში, საკითხს რუსეთის არმია გადაჭრის". – თქვა ლავროვმა.

კომენტარები