მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა

ექიმების მოთხოვნით, ანა წითლიძემ შიმშილობა შეწყვიტა – მას კლინიკაში გადაიყვანენ

ანა წითლიძე

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი, ანა წითლიძე, ექიმების "კატეგორიული" მოთხოვნით შიმშილობას წყვეტს. ექიმის თქმით, წითლიძეს კლინიკაში გადაყვანა სჭირდება.

"ის გადაგვყავს სტაციონარში, მისი ზოგადი მდგომარეობის გათვალისწინებით სამედიცინო პერსონალის აქტიური მეთვალყურეობის ქვეშ იქნება პირველი რამდენიმე დღე. შემდეგ ვნახოთ, როგორ წარიმართება".- თქვა ექიმმა. 

ანა წითლიძემ ექიმებს, პარლამენტის აპარატსა და მეგობრებს, მხარდაჭერისა და ზრუნვისთვის მადლობა გადაუხადა. 

"მე, რა თქმა უნდა, პირველივე დღიდან არ მქონდა იმის იმედი, რომ ჰუმანურობისგან დაცლილი ხელისუფლება რამეს იზამდა და ჩემს მოთხოვნებს შეასრულებდა. ეს იყო ჩემი პროტესტი იმ სიძულვილზე, ბოღმაზე, რომლითაც ხელისუფლება ცდილობს, რომ ამ 10 წლის განმავლობაში გვკვებოს. იმ სიძულვილის მორევში რაშიც გვითრევენ, ვერ გადარჩება ვერავინ. ეს ვიცი ძალიან ზუსტად და არის ზღვარი, სადაც სიძულვილი უნდა გაჩერდეს... ჩემი მთავარი სათქმელი იყო და არის ერთი -  ჩვენ უნდა ვაშენოთ უფრო მეტი ხიდები და არა პირიქით, იმიტომ რომ სიძულვილი არის არის ის, რაც ამ ქვეყანას წაიყვანს ევროპული მომავლისკენ".- თქვა დეპუტატმა. 

ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანის მოთხოვნით, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატებმა, ანი წითლიძემ, დავით კირკიტაძემ და აბდულა ისმაილოვამ 15 დეკემბერს შიმშილობა დაიწყეს. 16 დეკემბერს კი მათ პარტიის კიდევ ერთი დეპუტატი, თემურ ჯანაშიაც შეუერთდა. თუმცა, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, სამმა მათგანმა შიმშილობა შეწყვიტა და დღემდე შიმშილობას მხოლოდ ერთი დეპუტატი, ანი წითლიძე აგრძელებდა. 

 

კომენტარები