რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბუდანოვი: ყირიმს ძალითაც და დიპლომატიითაც დავიბრუნებთ

კირილ ბუდანოვი

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს მეთაურის, კირილ ბუდანოვის თქმით, უკრაინა ყირიმს გაერთიანებული მეთოდებით, ძალითა და დიპლომატიით დაიბრუნებს.

"ყირიმს დავიბრუნებთ კომბინირებული გზით: ძალითაც და დიპლომატიითაც. მაგრამ ძალის გარეშე არაფერი იქნება. ჩვენი ქვედანაყოფები იქ იარაღით ხელში შევლენ". – თქვა ბუდანოვმა Liga.net-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.

ჟურნალისტის სიტყვებს, რომ დასავლეთში ყირიმს "წითელ ხაზად" მიიჩნევენ, დაზვერვის მეთაურმა უპასუხა, რომ მას არ აინტერესებს "იმ ადამიანთა მოსაზრების მოსმენა, ვინც უკრაინელი ხალხის ნებას არ ასახავს".

ბუდანოვის თქმით, უკრაინა ყველა წართმეულ ტერიტორიას დაიბრუნებს.

ბუდანოვმა აღნიშნა, რომ უკრაინა არის 1991 წლის საზღვრებში აღიარებული ქვეყანა და თუ ვინმე ამას არ ეთანხმება, მაშინ არ ეთანხმება მეორე მსოფლიო ომისა და გაეროს ახალი საწყისების შემდეგ შექმნილ მსოფლიო წესრიგს.

 

კომენტარები