რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

მტკიცება, რომ რუსეთი ირანულ დრონებს იყენებს, მათ ეფექტიანობაზე მიუთითებს – ირანელი გენერალი

ირანის უმაღლესი გენერლის, მუჰამედ ბაგერის თქმით, დასავლეთის მტკიცება, რომ რუსეთი უკრაინასთან ომში ირანულ დრონებს იყენებს, მხოლოდ და მხოლოდ თეირანის უპილოტო საფრენი აპარატების ეფექტიანობაზე მიუთითებს

"ამპარტავნების სამყაროს მიერ შექმნილი დღევანდელი ატმოსფერო [მინიშნება შეერთებული შტატებისა და მისი მოკავშირეებზე] უკრაინის ომში ირანული თვითმფრინავების გამოყენებასთან დაკავშირებით, მტრის ფსიქოლოგიური ომის ნაწილია.

ჩვენი დრონები მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა სიზუსტით, გამძლეობითა და სამიზნემდე მიღწევის თვალსაზრისით, ქვეყნის შეიარაღებული ძალები უპილოტო აპარატების განვითარებაზე კვლავ იმუშავებენ, ასევე, ჩვენ სხვა ქვეყნებთანაც ვითანამშრომლებთ". - თქვა მან.

რუსეთ-უკრაინის ომში ირანული დრონების გამოყენების გამო ქვეყნებმა უამრავ ირანულ ფირმასა და სამხედრო გენერლებს სანქციები დაუწესეს.

თეირანმა დრონების მიწოდების ბრალდება არაერთხელ უარყო, თუმცა, გასულ თვეში აღიარა, რომ ომის დაწყებამდე რუსეთს უპილოტო საფრენი აპარატები გადასცა.

კომენტარები