რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

პოდოლიაკი: პუტინს მოლაპარაკებები არ სურს, ამით პასუხისმგებლობის არიდებას ცდილობს

Kemal Aslan/Reuters

უკრაინის პრეზიდენტის უფროსი მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის ინტერვიუს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ რუსეთს რეალურად მოლაპარაკებები არ სურს, ამ გზით ის მხოლოდ პასუხისმგებლობის თავიდან არიდებას ცდილობს.

"პუტინი რეალობას უნდა დაუბრუნდეს:

1. რუსეთი ცალსახად თავს დაესხა უკრაინას და ხოცავს მშვიდობიან მოქალაქეებს. არანაირი სხვა ქვეყანა, მოტივი, გეოპოლიტიკა არ არსებობს.

2. რუსეთს არ სურს მოლაპარაკებები, ამ გზით ის პასუხისმგებლობისთვის თავის არიდებას ცდილობს, ამიტომ, ჩვენ ტრიბუნალისკენ მივდივართ". - წერს პოდოლიაკი. 

მანამდე პუტინმა თქვა, რომ მოსკოვის მიზანი რუსი ხალხის გაერთიანებაა და ამ მხრივ, რუსეთი კონფლიქტების მოგვარებას ყოველთვის მოლაპარაკებების გზით ცდილობდა.

ასევე, მისი თქმით, რუსეთი ყირიმში შეჭრით თავისი მოსახლეობის ინტერესებსა და ყირიმელების არჩევანის თავისუფლებას იცავდა. 

პუტინი: რუსეთი კონფლიქტების მოგვარებას ყოველთვის მოლაპარაკების გზით ცდილობდა

კომენტარები