რუსეთი - ჩრდილოეთ კორეა

ჩრდილოეთ კორეამ კიდევ ორი რაკეტა გამოცადა

სამხრეთ კორეის სამხედროების თქმით, 23 დეკემბერს ჩრდილოეთ კორეამ ორი ბალისტიკური რაკეტა გაუშვა ზღვისკენ, აღმოსავლეთ სანაპიროზე. წელს ჩრდილოეთ კორეამ უპრეცედენტო რაოდენობის რაკეტები გამოცადა. 

ბალისტიკური რაკეტების სავარაუდო გაშვების შესახებ იაპონიის სანაპირო დაცვამაც განაცხადა. მსგავსი გაშვებები არის “სერიოზული პროვოკაცია, რომელიც ზიანს აყენებს მშვიდობას და სტაბილურობას კორეის ნახევარკუნძულზე და მის ფარგლებს გარეთ”. - თქვა  სამხრეთ კორეის გაერთიანებული შტაბის უფროსმა (JCS) და რაკეტების გაშვების დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდა.

„ჩვენ ვაკვირდებით მოვლენებს შეერთებულ შტატებთან ერთად ჩრდილოეთ კორეის მხრიდან დამატებითი პროვოკაციებისთვის მომზადებისთვის, ამასთან ერთად ვინარჩუნებთ მტკიცე მზადყოფნას, რომელიც დაფუძნებულია ჩრდილოეთ კორეის ნებისმიერ პროვოკაციებზე აბსოლუტური პასუხის გაცემის უნარზე”. - ნათქვამია JCS-ის განცხადებაში.

იაპონიის თავდაცვის სახელმწიფო მინისტრმა ტოშირო ინომ თქვა, რომ მისმა ქვეყანამ პეკინში დიპლომატიური არხებით ჩრდილოეთ კორეას ძლიერი პროტესტი გამოუცხადა.

იაპონიის კაბინეტის მთავარმა მდივანმა, ჰიროკაზუ მაცუნომ ბოლო გაშვებასთან დაკავშირებით თქვა, რომ ეს იყო “აბსოლუტურად მიუღებელი”.

”ჩრდილოეთ კორეის მიერ პროვოკაციების სწრაფი ესკალაცია საფრთხეს უქმნის იაპონიის რეგიონისა და საერთაშორისო საზოგადოების მშვიდობასა და უსაფრთხოებას”. - თქვა მაცუნომ ჟურნალისტებთან. 

ბოლო დღეებში კიდევ ორი რაკეტის გამოცდა და ხუთშაბათს გავრცელებული ბრალდებები, რომ ჩრდილოეთ კორეა ვაგნერის ჯგუფს საბრძოლო იარაღს უგზავნის, აჩვენებს, რომ ჩრდილოეთ კორეა არ აპირებს, შეაჩეროს პროვოკაციული ქმედებები, რომლებიც მისი მეზობლების თქმით, რეგიონის უსაფრთხოების დესტაბილიზაციას ახდენს. 

 ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა სამინისტრო უარყოფს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას კორეის მიერ რუსეთისთვის საბრძოლო იარაღის მიწოდებაზე, და მას სრულიად უსაფუძვლოს უწოდებს. 

საპასუხოდ, ჩრდილოეთ კორეის ოფიციალურ მედიაში, აშშ-ს მიერ უკრაინისათვის ლეტალური იარაღის მიწოდება დაგმეს.   

იაპონური მედიის Tokyo Shimbun-ის ცნობით, გასულ თვეს ჩრდილოეთ კორეამ რუსეთში იარაღი, მათ შორის საარტილერიო ჭურვები, მატარებლით გაგზავნა. მომდევნო რამდენიმე კვირის განმავლობაში ისინი გზავნილების ხელახალ გადაზიდვასაც მოელიან. 

“იაპონური მედიის მცდარი ინფორმაცია, თითქოს ჩრდილოეთ კორეა რუსეთს საბრძოლო იარაღს აწვდის, სრული აბსურდია და ახსნა-განმარტებასაც კი არ იმსახურებს” - თქვა სამინისტროს წარმომადგენელმა KCNA(ჩრდილოეთ კორეის მედია)-ის მიერ გამოქვეყნებულ ინტერვიუში. 

ინტერვიუში ნახსენები არაა კერძო სამხედრო კომპანია, ვაგნერის ჯგუფი, რომლის იარაღის მომარაგებაშიც ჩრდილოეთ კორეას, აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ დასდო ბრალი.

კირბის თქმით, გარიგება, სულ მცირე, ორჯერ უკვე შედგა.

კომენტარები