რუსეთი - ჩრდილოეთ კორეა

ვლადიმირ პუტინი და კიმ ჩენ ინი ვლადივოსტოკში შეხვდებიან

ვლადიმირ პუტინი და კიმ ჩენ ინი ვლადივოსტოკში შეხვდებიან. ინფორმაციას გამოცემა New York Times ამერიკელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ქვეყნის ლიდერები 10-13 სექტემბერს, ვლადივოსტოკში აღმოსავლეთის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში შეხვდებიან.

მოსალოდნელია რომ კიმი რუსეთში საკუთარი ბრონირებული მატარებლით ჩამოვა. წყაროები არ გამორიცხავენ, რომ ლიდერი შესაძლოა მოსკოვსაც ეწვიოს. 

მაღალჩინოსნების თქმით მხარეები ჩრდილოეთ კორეიდან საარტილერიო ჭურვებისა და ტანკსაწინააღმდეგო რაკეტების რუსეთისთვის მიწოდებას განიხილავენ. კორეის ლიდერი კი რუსეთიდან სასურსათო დახმარებას, ასევე კოსმოსური თანამგზავრებისთვისა და ატომური წყალქვეშა ნავებისთვის განკუთვნილი ტექნოლოგიების მიღებას ელის.

ამერიკული სადაზვერვო სამსახური აქამდეც ამბობდა, რომ რუსეთი ჩრდილოეთ კორეისგან იარაღის მისაღებად მოლაპარაკებებს აქტიურად აწარმოებს. მიმდინარე წლის ივლისში ჩრდილოეთ კორეას ოფიციალური ვიზიტით ეწვია რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ.

კომენტარები