რუსეთი - ჩრდილოეთ კორეა

სერგეი ლავროვი 18-19 ოქტომბერს ჩრდილოეთ კორეას ეწვევა

REUTERS/Maxim Shemetov/Pool

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავრობი 18-19 ოქტომბერს ჩრდილოეთ კორეას ოფიციალური ვიზიტით ესტუმრება. დაგეგმილი ვიზიტის შესახებ ინფორმაციას ჩრდილოეთ კორეული მედია KCNA  და რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებენ. 

2023 წლის სექტემბერში ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი მოსკოვში ჩავიდა, სადაც რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს შეხვდა. მათ სამხედრო თანამშრომლობის, ჩრდილოეთ კორეის სატელიტური პროგრამის და უკრაინის ომის შესახებ ისაუბრეს. 

ვაშინგტონმა ჩრდილოეთ კორეას რუსეთისთვის იარაღის მიწოდებაში ბრალი დასდო, თუმცა ორივე სახელმწიფო იარაღით ვაჭრობის ბრალდებას უარყოფს. 

კომენტარები