რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

УКРАЇНСЬКА ПРАВДА: რუსეთი უკრაინაზე მორიგ სარაკეტო იერიშს 22 ან 23 დეკემბერს მიიტანს

რუსი ოკუპანტი უკრაინაში.
РИА Новости

Українська правда უკრაინის თავდაცვის სადაზვერვო სამსახურის ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ რუსეთი, სავარაუდოდ, 22 ან 23 დეკემბერს უკრაინაზე მორიგ ფართომასშტაბიან სარაკეტო თავდასხმას განახორციელებს.

როგორც გამოცემა წერს, რუსეთი უკრაინაზე მორიგი შეტევისას ყველა ხელმისაწვდომ ფრთოსან რაკეტას გამოიყენებს, რომელთა რადიუსი 500 კილომეტრი ან მეტია.

"საერთო ჯამში, დაგეგმილია მინიმუმ 67 ფრთოსანი რაკეტის გაშვება. შეტევის მომდევნო დღეს არ არის გამორიცხული უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენება". – წერს უკრაინული გამოცემა. 

ამას გარდა, Українська правда აღნიშნავს, რომ უკრაინის დაზვერვის სამსახურის წარმომადგენლის თანახმად, რუსეთი არანაკლებ 4 ისკანდერის რაკეტის, 8-დან 14-მდე TU-95MS თვითმფრინავის, დაახლოებით სამი კალიბრის რაკეტის გამშვებისა და 3-მდე Tu-22M3 თვითმფრინავის გამოყენებას გეგმავს. 

გამოცემის ცნობით, რუსეთის სარაკეტო იერიშის გამო, ოკუპირებულ ყირიმში, სევასტოპოლის საზღვაო პორტში ყველა გემისა და თვითმფრინავის გადაადგილება 23-დან 27 დეკემბრამდე შეიზღუდება.

კომენტარები