რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

AP: მარიუპოლსა და მიმდებარე ტერიტორიაზე, სულ მცირე, 10 030 ახალი საფლავი აღმოვაჩინეთ

Associated Press-ის ჟურნალისტებმა, მინიმუმ 10 300 ახალი საფლავი აღმოაჩინეს მარიუპოლსა  და მის გარშემო.

გამოცემის ცნობით, სატელიტური ფოტოების მიხედვით გაიზომა მონაკვეთები, სადაც ე.წ მასობრივი სასაფლაო გაფართოვდა და დადგინდა, რომ ახალი საფლავების საერთო ფართობი 51 500 კვადრატულ მეტრზე მეტია. 

AP-მა დაამუშავა დრონის კადრები, სადაც ჩანს რომ ოკუპანტები მძიმე ტექნიკით მიწას თხრიან, ხოლო შემდეგ ავსებენ. 

" საფლავები ჩანდა ჭუჭყიანი ბორცვების სახით, ზოგჯერ ხის ჯვრებზე სახელებითა და თარიღები, მაგრამ ძირითადად ხელნაწერი ნომრები. პატარა პლაკატები. რამდენიმე საფლავი აღინიშნა ერთზე მეტი ნომრით, რაც პოტენციურად მიუთითებს ერთზე მეტი ადამიანის ნაშთებზე".- წერს გამოცემა. 

 

კომენტარები