დუეინ ჯონსონი

დუეინ ჯონსონმა კაცს, რომელმაც ახალგაზრდობაში შეიფარა, მანქანა აჩუქა

Befunky

ყოფილმა რესლერმა და მსახიობმა დუეინ ჯონსონმა ძველ მეგობარს, ბრუნო ლაუერს მანქანა აჩუქა. 35 წლის წინ ლაუერმა იმ დროს უსახლკარო, 15 წლის ჯონსონი შეიფარა და რესლერის კარიერა დააწყებინა.

"როდესაც 15 წლის ვიყავი, ყველანაირი უფლება გქონდა გეთქვა "ამ ბიჭს არ ვიცნობ და არ მინდა ჩემთან იცხოვროს", შენ მაინც შემიფარე, შენი საქციელი ძალიან ბევრს ნიშნავს ჩემთვის, ეს იყო წერტილი, რომელმაც ჩემი შემდგომი ცხოვრება შეცვალა, მიყვარხარ და გაფასებ". – ამბობს მსახიობი ვიდეოში.

ჯონსონმა ლაუერის შესახებ 2020 წელს ილაპარაკა. მომავალი მსახიობი და დედამისი სახლიდან გადაუხდელობის გამო გაასახლეს, ჯონსონი ნეშვილში, მამასთან გაემგზავრა, თუმცა ადგილზე ჩასულს მამა არ დახვდა. ქუჩაში დარჩენილი 15 წლის თინეიჯერი ლაუერმა შეიფარა, ისინი მცირე ზომის სასტუმროს ნომერში ცხოვრობდნენ. ლაუერი ყოფილი რესლერი იყო და ჯონსონის მენეჯერი გახდა. ლაუერის დახმარებით ახალგაზრდა რესლერი მცირე დროში სუპერვარსკვლავი გახდა.

დუეინ ჯონსონი რესლინგის ლეგენდად ითვლება, მისი ზედმეტსახელი იყო The Rock. მოგვიანებით ჯონსონმა მსახიობობა გადაწყვიტა, ის ყველაზე წარმატებული რესლინგიდან კინოში წასული მსახიობია. 

კომენტარები