დუეინ ჯონსონი

დუეინ ჯონსონმა შიშველი ხელებით ჭიშკარი მოგლიჯა

Akhabar

ყოფილმა რესლერმა დუეინ ჯონსონმა საკუთარი სახლის ჭიშკარი შიშველი ხელებით მოგლიჯა.

მსახიობის განმარტებით, მას გადაღებებზე ეჩქარებოდა და ჭიშკარს ვერ აღებდა. 

"ძლიერი ქარიშხლების გამო ელექტრომომარაგების სისტემა მწყობრიდან გამოვიდა. ჭიშკარი ვერაფრით გავაღე, ყველა გზა ვცადე, შემდეგ ტექნიკურ სამსახურში დავრეკე, მითხრეს, რომ 45 წუთში მოვიდოდნენ, მაგდენი დრო არ მქონდა, გადასაღებ მოედანზე ასობით ადამიანი მელოდებოდა. ჭიშკარი მოვგლიჯე და ბალახზე დავტოვე. მგონი შავი ადამის როლისთვის 100%-ით მზად ვარ". – წერს მსახიობი სოციალურ ქსელში.

 

კომენტარები