დუეინ ჯონსონი

დუეინ ჯონსონმა დედას კადილაკი აჩუქა

დუენ ჯონსონმა საშობაოდ დედას განსაკუთრებული საჩუქარი გაუკეთა. ყოფილმა რესლერმა და მსახიობმა მშობელს ახალი კადილაკი აჩუქა.

"კარგი იყო. დედას სიურპიზი გავუკეთე და საშობაოდ ახალი მანქანა ვაჩუქე. შოკში იყო. მადლობელი ვარ, რომ დედისთვის მსგავსი საჩუქრის გაკეთების საშუალება მაქვს. გილოცავ შობას, დე, დატკბი შენი ახალი მანქანით. გვიყვარხარ. შენ მეტს იმსახურებ". – წერს ჯონსონი სოციალურ ქსელში.

საჩუქრის გადაცემას მსახიობის შვილები ჯასმინი და ჯიაც დაესწრნენ. 

ჯონსონმა ახლო წარსულში აშშ-ს საზღვაო ძალების ვეტერანს საკუთარი მანქანა აჩუქა.

დუეინ ჯონსონი ამერიკელი რესლერი და მსახიობია. კარიერა, როგორც რესლინგის მებრძოლმა დაიწყო, რინგზე მას მეტსახელ The Rock-ით იცნობდნენ. საბრძოლო კარიერის დასრულების შემდეგ აქტიურად გადაერთო კინოროლებზე და მალევე მძაფრსიუჟეტიანი ბლოკბასტერების ვარსკვლავი გახდა. 2020 წელს გამოცემა Forbes-მა ჯონსონი ყველაზე მაღალანაზღაურებად მსახიობად დაასახელა. 

კომენტარები