ცოტა ხნის წინ გასკდა სკანდალი, რომელიც უკავშირდებოდა კორუფციას და ეს დოკუმენტიც, რომელიც დამტკიცდა, არის კორუფციის კიდევ ერთი გამოვლინება. ეს ფულთან არის დაკავშირებული თუ სხვა რამესთან, ამაზე საზოგადოებამ იმსჯელოს, მაგრამ კორუფციას აქვს სხვადასხვა გამოხატულება, თავისთავად, ის რეზოლუცია, რომელიც დაამტკიცა საქართველოს თემაზე ევროპარლამენტმა, დაკავშირებულია კორუფციულ პრობლემებთან და ოლიგარქიულ გავლენებთან, რომელიც აშკარად შეინიშნება ევროპარლამენტში.
საქართველო-ევროკავშირი
კობახიძე: რეზოლუცია ევროპარლამენტში კორუფციულ პრობლემებსა და ოლიგარქიასთანაა კავშირში
tbl.ge/67qj
დაკოპირდა

ამბობს ქართული ოცნების თავმდჯომარე, ირაკლი კობახიძე. გუშინ, 14 დეკემბერს ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელშიც საუბარია ბიძინა ივანიშვილის სანქცირებასა და მიხეილ სააკაშვილისა და ნიკა გვარამიას გათავისუფლებაზე.
საქართველო-ევროკავშირიEU-საქართველოირაკლი კობახიძექართული ოცნებაევროპარლამენტიევროპარლამენტის რეზოლუცია
ამავე თემაზე
- 11 ივნისს საქართველოსა და ევროკომისიას შორის დიალოგის 1-ელი შეხვედრა გაიმართება - საგარეო
- ლავროვი: საქართველოს ახლანდელი ხელისუფლება პრაგმატულია
- ევროკავშირმა პაველ ჰერჩინსკის მანდატი გაუხანგრძლივა
- "დიფ სთეითის" რებრენდინგის პროცესი ლოგიკურ დასასრულს უახლოვდება - შათირიშვილი
- კობახიძე: ჩვენ გვინდა სხვანაირი ევროკავშირი




