საქართველო-ევროკავშირი

პაპუაშვილი: გლუკსმანი თანხების გაფლანგვის საქმეში ფიგურირებს, სააკაშვილის თანამშრომელი იყო

სააკაშვილის ერთ-ერთი გუშემატკივარი ვიცით ჩვენ - რაფალ გლუკსმანი, რომელიც მისი თანამშრომელი იყო და სხვათაშორის, იცით რომ მისი სახელი ფიგურირებს თანხების გაფლანგვის საქმეში, ერთ-ერთი თანამშრომელი იყო, რომელიც სწორედ იმ სიკეთეებით სარგებლობდა, როდესაც სააკაშვილის საიდუმლო ხარჯებიდან თავისი ფუფუნებისთვის და თავისი გარემოცვის კეთილდღეობისთვის ხარჯავდა, მისი სახელიც ფიგურირებს ამ ქვითრებში. მთელი ცინიზმი ის არის, რომ ის გახლავთ იმ ქვეკომიტეტის თავმჯდომარე, რომელიც დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლა ისახავს მიზნად და თავად არის ერთ-ერთი პირველი გამავრცელები ყალბი ინფორმაციისა საქართველოს წინააღმდეგ.

თქვა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ტელეკომპანია იმედის ეთერში ევროპარლამენტის რეზოლუციაზე ლაპარაკისას.

9 დეკემბერს ევროპარლამენტარმა, რაფაელ გლუკსმანმა წერდა, რომ მომავალ კვირაში ევროპარლამენტში ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ევროპულ საავადმყოფოში გადაყვანის მოთხოვნით მობილიზება იგეგმებოდა.

კომენტარები