რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

CNN: აშშ უკრაინისთვის Patriot-ის სისტემის გადაცემის გეგმას ასრულებს

გერმანიის შეიარაღებული ძალების Patriot-ის სისტემები
Getty Images

ბაიდენის ადმინისტრაციის ანონიმური მაღალჩინოსნების ინფორმაციით, აშშ ასრულებს Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემის უკრაინისთვის გადაცემის გეგმებს და მისი დაანონსება შესაძლოა მიმდინარე კვირის ბოლომდე მოხდეს. 

პენტაგონის გეგმა თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა უნდა დაამტკიცოს და მას შემდეგ მოხდება მისი პრეზიდენტ ბაიდენთან გაგზავნა საბოლოო ხელმოწერისთვის. 

არსებული ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც აღნიშნული გეგმის პროცედურები დასრულდება, Patriot-ის საჰაერო თავდაცვითი სისტემა უკრაინას სავარაუდოდ რამდენიმე დღეში გადაეცემა.

Patriot-ის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი შექმნილია შემომავალი მოკლე მანძილის ბალისტიკური რაკეტების, მოწინავე თვითმფრინავების და საკრუიზო რაკეტების განადგურებისთვის.

NATO-ს მოკავშირეების საერთო განცხადების მიხედვით, ალიანსი გეგმავს გააძლიეროს უკრაინის დახმარება მძიმე ზამთარში, რომელიც რუსი ოკუპანტების მიერ ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის მიზანმიმართულმა დაზიანებამ გამოიწვია. 

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, დმიტრი მედვედევის თქმით, თუ NATO უკრაინას Patriot-ის სისტემებს მიაწვდის, ის რუსული ძალების სამიზნედ გადაიქცევა.

კომენტარები