რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

პაპუაშვილი: ბოლო დღეებში რუსეთის აგრესიას კიდევ 6 ქართველი ემსხვერპლა, ვუსამძიმრებთ ოჯახებს

უკრაინის რადა

საქართველოს პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის აგრესიული ომისას დაღუპული ქართველი მებრძოლების ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგო.

პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს სახელით დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა.

"ბოლო დღეებში უკრაინაში მიმდინარე რუსეთის აგრესიულმა ომმა კიდევ 6 ქართველის სიცოცხლე შეიწირა, კიდევ ექვსმა ოჯახმა დაკარგა შვილი, მეუღლე, ძმა, მამა, მინდა საქართველოს პარლამენტის სახელით მივუსამძიმრო მათ ოჯახებს, მეგობრებს, მთლიანად საქართველოს და გთხოვოთ წუთიერი დუმილით პატივი მივაგოთ დაღუპულების ხსოვნას". - თქვა შალვა პაპუაშვილმა.

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ სულ 34 ქართველი მებრძოლი დაიღუპა.

კომენტარები