რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ზელენსკი: თუ პუტინი მოკვდება, ომი დასრულდება

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი
REUTERS/Valentyn Ogirenko

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, თუ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი მოკვდება, ომი დასრულდება. ამის შესახებ ზელენსკიმ Netflix-ზე დევიდ ლეტერმანის შოუში ისაუბრა.

გადაცემის წამყვანის კითხვაზე, გაგრძელდება თუ არა ომი, პუტინის მოულოდნელი სიკვდილის შემთხვევაში, უკრაინის პრეზიდენტმა ასე უპასუხა:

"არა. ომი არ იქნება. ავტორიტარული რეჟიმი საშიშია. არსებობს დიდი რისკი – არ შეიძლება, ყველაფერი ერთ ადამიანეზე იყოს დამოკიდებული. ამიტომ როდესაც ადამიანი მიდის, ინსტიტუტები ჩერდება. ასეთი დრო იყო საბჭოთა კავშირის დროს. ყველაფერი გაჩერდა. ვფიქრობ, რომ თუ პუტინი არ იქნება, მათ გაუჭირდებათ. ისინი შიდა პოლიტიკით დაკავდებიან და არა საგარეოთი". - თქვა ზელენსკიმ.

ამასთან, როგორც უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რუსები დემოკრატიისთვის იბრძოლებენ, როდესაც მიხვდებიან, რომ სრული იზოლაცია დადგა.

კომენტარები