მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქია

ნაკაიძე: ჰუჯაბის ეპარქიის დისკრიმინაციულ დაფინანსებაზე სააპელაციომ გადაწყვეტილება გააუქმა

ტაბულა

საქართველოს პარლამენტის დეპუტატის, ტარიელ ნაკაიძეს ცნობით, სააპელაციო სასამართლომ მარნეულის მუნიციპალიტეტის მიერ მუნიციპალური ბიუჯეტიდან ჰუჯაბის ეპარქიის 400 000 ლარით დისკრიმინაციულ დაფინანსების საკითხთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება გააუქმა.

როგორც ნაკაიძე აღნიშნავს, თავდაპირველად პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სამმართველოს და სამირა ბაირამივას სარჩელი დააკმაყოფილა, ამის შემდეგ კი მარნეულის მერიამ ზემოხსენებული საქმე სააპელაციო სასამართლოში წაიღო.

ნაკაიძის შეფასებით, ხელისუფლება სასამართლოზე ზემოქმედებით, საპატრიარქოს ინტერესების დასაცავად, ცდილობს სასამართლოს ინსტრუმენტალიზება მოახდინოს.

"საპატრიარქო და ხელისუფლება პოლიტიკურ კეკლუცობაში უკვე მრავალი წელია შეხმატკბილებული თანამშრომლობენ. ეს გადაწყვეტილებაც კიდევ ერთი დასტურია ქვეყანაში არსებული ტოტალური უსამართლობის, წარმთეული სასამართლოს სისტემის და უთანასწორო პოლიტიკის, რამაც ადამიანის უფლებებთა სტანდარტი კრიზისის წინაშე დააყენა საქართველოში". - წერს ნაკაიძე Facebook-ზე.

ტაბულა ცდილობს ზემოხსენებულ საქმესთან დაკავშირებით სასამართლოდან დამატებითი ინფორმაციის მოპოვებას.

კომენტარები