პროკურატურამ მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსის მეუფე გიორგი ჯამდელიანის მიერ გაკეთებული განცხადების საფუძველზე, სადაც ის მისი განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტთან დაკავშირებით საუბრობს, გამოძიება დაიწყო
"საქართველოს პროკურატურაში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 18,108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობის მომზადება) დაიწყო.
გამოძიების ფარგლებში ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები" - წერია პროკურატურის განცხადებაში.
მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსმა, მეუფე გიორგი ჯამდელიანმა სულთმოფენობის დღესასწაულზე ქადაგებაში ისაუბრა მისი მკვლელობის მომზადებაზე, რასაც, ეპისკოპოსის თქმით, უშიშროების სამსახურის წარმომადგენელი მაღალჩინოსანი გადაბირებული მონაზვნის ხელით გეგმავდა.





