ირანი

ირანში ანტისამთავრობო გამოსვლების დროს დაკავებული პირველი დემონსტრანტი ჩამოახრჩეს

ირანში ანტისამთავრობო გამოსვლების დროს დაკავებული დემონსტრანტების სიკვდილით დასჯის პროცესი დაიწყო. ირანული სამთავრობო მედიის ცნობით, დღეს დილით ირანის ისლამური რეცოლუციიის სასამართლომ "ღვთის მტრობაში" ბრალდებული მოჰსენ შეკარი ჩამოახრჩო.

"ღვთის მტრობასთან" ერთად, მოჰსენ შეკარს ბრალი მეამბოხეობაშიც ედებოდა, რაც 25 სექტემბერს თეირანის მთავარი გზის გადაკეტვა და ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის სპეცრაზმის წევრის დაჭრა. 

როგორც ადგილობრივი აქტივისტები აღნიშნავენ, მოჰსენ შეკანის სასამართლო პროცესი ფაქტობრივად სპექტაკლი იყო და ბრალდებულს სამართლიანი გასამართლების საშუალება არ ჰქონია.

სამთავრობო მედიის ცნობით, ამ დროისთვის სიკვდილით დასჯა უკვე მიესაჯა ანტისამთავრობო გამოსვლების დროს დაკავებულ 11 დემონსტრანტს.

ადამიანის უფლებათა სააგენტოს ცნობით, ამ დრომდე ირანში, სულ მცირე, 475 დემონსტრანტი მოკლეს, 18 000-ზე მეტი კი დააკავეს.

კომენტარები